OpenVPN არის ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) სისტემა, რომელიც ახორციელებს ტექნოლოგიებს უსაფრთხო point-to-point ან site-to-site კავშირების შესაქმნელად მარშრუტიზებულ თუ ხიდურ (bridged) კონფიგურაციებში და დისტანციური წვდომის საშუალებებს. ის მოიცავს როგორც კლიენტის, ისე სერვერის აპლიკაციებს.
მოცემული იმიჯი შეიცავს სკრიპტს OpenVPN სერვერის ავტომატური ინსტალაციისა და გამართვისთვის. OpenVPN სერვერის ავტომატურად დასაინსტალირებლად და კონფიგურაციისთვის, თქვენი სერვერის კონსოლში გაუშვით ბრძანება:
openvpn-setupიგივე ბრძანება მოგვიანებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კლიენტების დასამატებლად ან წასაშლელად:
openvpn-setupყურადღება!
სკრიპტის გაშვებამდე დარწმუნდით, რომ სერვერის პირველი ჩართვის შემდეგ სისტემური განახლებების ინსტალაცია დასრულებულია.